Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია _ „თსუ 105“

    თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2023 წლის 6-7 თებერვალს გამართავს თსუ-ს 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილ პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენციას _ „თსუ 105“.

     

    კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 20 იანვრამდე თეზისები უნდა გადმოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tsuconference@tsu.ge

     

    კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო.

     

    სამუშაო ენა: ქართული.

    რეგლამენტი:

    პლენარულ სხდომაზე – 25 წუთი;

    მოხსენება სექციის სხდომაზე – 15 წუთი;

    მსჯელობა – 10 წუთი.

    იხ. თეზისების გაფორმების წესი.

    საკონტაქტო პირი: ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი